https://www.facebook.com/photo.php?fbid=458196074372030&set=pb.100005449240572.-2207520000..&type=3
პ რ ო ე ქ ტ ი
პ რ ო ე ქ ტ ი
1.პროექტის სახელი.
ექსკურსია ბოდბეში (წმინდა ნინოს საფლავის მონახულება).
2.პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით.
მოსწავლეები მოაწყობენ ექსკურსიას ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში. გადაიღებენ ვიდო და ფოტო მასალას, ააწყობენ პრეზენტაციას, რომელსაც აჩვენებენ სკოლის მოსწავლეებს.
3.პროექტის სრული აღწერა.
მოსწავლეები ექსკურსიის დაგეგმვისას მიიღებენ დავალებებს: ერთი ჯგუფი იმუშავებს ისტორიული საკითხების შესახებ, მე–2 ჯგუფი – ნინოს ცხოვრებას შეისწავლის, მე–3 – ნინოს საფლავის შესახებ, მე–4 ვიდო და ფოტო მასალების შეგროვებას უზრუნველყოფს. ექსკურსიის შემდეგ მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით მომამზადებენ საპრეზენტაციო პროგრამას. რომელსაც წარადგენენ სკოლის მოსწავლეთა წინაშე.
4.მონაწილეთა ასაკი.
10-12წელი.
.
5.ვადები ხანგრძლივობა
. 1 კვირა.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში.
წმინდა ნინო ქრისტიანობის მქადაგებელი და გამავრცელებელია საქართველოში წარმოშობით კაბადოკიელი ბერძენი იყო. კაბადოკია მდებარეობს დღევანდელი თურქეთისტერიტორიაზე.მე-4-ე საუკუნის 30-იან წლებში ნინო საქართველოში ჩამოსულა მცხეთაში თავის სადგომში, სალოცავად აღუმართავს ვაზის ტოტისაგან გაკეთებული ჯვარი, რომელიც ამჟამად ინახება სიონის ტაძარში. ნინოს წყალობით მცხეთაში ქრისტიანობას მრავალი მიმდევარი გასჩენია, მათ შორის დედოფალი ნანა, ხოლო მოგვიანებით მეფე მირიანი, რომელმაც 337 წელს ქრისტიანობა ქართლში სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.
წმინდა ნინო დაკრძალულია ბოდბეში. ნინოს როგორც წმინდანის, ხსენების დღედ საქართველოს ეკლესიამ 27 იანვარი დააწესა. ხოლო 1 ივნისი-ნინოობა(საქართველოში შემოსვლა.
7.მოსალოდნელი შედეგები
აღწერენ სად მდებარეობს ბოდბე, ვისი საფლავია ვინ არის იქ დაკრძალული და რა ნახეს საინტერესო.
8.სარგებელი სხვებისთვის.
წმინდა ნინოს დედათა მონასტრიდან წამოიღეს წმინდა ნინოს ხატები. გააკრეს გააკრეს საკლასო ოთახში, გადასცეს საჩუქრად ბიბლიოთეკას რომ შემდგომ თაობამ ნახოს და წარმოდგენა შეექმნას წმინდა ნინოს მოღვაწეობაზე.
9.სამუშაო ენა.
ქართული ენა.
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან.
------------------------------------
11საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირები.
სასწავლო ეროვნული გეგმა მოითხოვს კლასგარეშე სამუშაოსაც, ამისათვის ჩვენ მოვაწყეთ ექსკურსია წმინდა ნინოს სახელობის ბოდბის დედათა მონასტერში. ექსკურსიაზე წასვლის წინ ჩვენ სხვადასხვა ლიტერატურის დახმარებით მოვიძიეთ ინფორმაცია წმინდა ნინოს ცხოვრების შესახებ. რომ ეს არის ისტორიული ადგილი და რელიგიურად უფრო ამაღლდა ბავშვთა ცნობა.
12.პროექტის ფასილიტატორი. ციხელიშვილი თეა.
13.ფასილიტატორის ელ–ფოსტა tia.cixelishvili@gmail.com
14პროექტის ფორუმი.
----------------------
15პროექტის ვებ–ბვერდი ბლოგი.